Wednesday, November 18, 2015

მსწავლებელთა მესამე ეროვნული კონფერენცია

„საუკეთესო პედაგოგიური პრაქტიკა ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში“
      2015 წლის 14 ნოემბერს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრში მასწავლებლთა მესამე ეროვნული კონფერენცია, სახელწოდებით „საუკეთესო პედაგოგიური პრაქტიკა ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში“ საქართველოს განათლებისა და მეციერების მინისტრის მოადგილემ ლია გიგაურმა და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორმა გიორგი მაჩაბელმა გახსნეს. მასწავლებელთა მესამე ეროვნულ კონფერენციას საჯარო და კერძო სკოლების 150-მდე მასწავლებელი ესწრებოდა.  კონფერენციაზე მოხსენებები სხვადასხვა საგნის 64-მა მასწავლებელმა წაიკითხა.  ჩვენი სკოლის პედაგოგი, ირმა ჯანიაშვილი,  კონფერენციის მონაწილე და წარმატებული თემის ავტორია ქიმიაში…  ქალბატონმა  ირმამ და მისმა მოსწავლეებმა  ბევრ კონფერენციაში  და საინტერესო პროექტში  მიიღეს მონაწილეობა… წარმატებებს ვუსურვებთ მათ მომავალშიც…

მოსწავლეთა ოლიმპიადა ,,დედამიწა ჩვენი სახლია" ნიადაგმცოდნეობაში

  6 ნოემბერს კახა ბენდუქიძის საუნივერსიტეტო კამპუსში აგრარული უნივერსიტეტის მიხეილ საბაშვილის ნიადაგმცოდნეობის, აგროქიმიის და მელიორაციის ინსტიტუტის (დირექტორი აკადემიკოსი თენგიზ ურუშაძე) ინიციატივით, ჩატარდა მოსწავლეთა ოლიმპიადა „დედამიწა ჩვენი სახლია“ ნიადაგმცოდნეობაში.

      ოლიმპიადაში მონაწილეობდნენ თბილისის, ზესტაფონის, მარნეულის, გარდაბნისა და გორის რაიონების, რუსთავის, საჩხერის, დუშეთის და თელავის სკოლის მოსწავლეები. ოლიმპიადაში მონაწილე მოსწავლეებსა და მასწავლებლებს გადაეცათ სიგელები.
 
    ვულოცავთ  ჩვენი სკოლის IX კლასის მოსწავლეებს სალომე ლასარეიშვილს (პედაგოგი: ნანა გიგოლაშვილი), სოფო მარჩილაშვილს და დიანა ვარაზაშვილს (პედაგოგი:ირმა ჯანიაშვილი) ოლიმპიადაში მიღწეულ წარმატებებს.